ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ახალგაზრდული ფორუმი 2018“

25 დეკემბერი, 2018

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, „ახალგაზრდული ფორუმი 2018“ გაიმართა.
ფორუმში ფორმალური და არაფორმალური კუთხით მომუშავე ორგანიზაციები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
„ახალგაზრდული ფორუმი 2018“ გამოფენით დაიწყო, სადაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კუთხით განხორციელებული პროგრამები იყო წარმოდგენილი. გამოფენის შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ ფორუმი ოფიციალურად გახსნა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ ახალგაზრდულ პროგრამებზე ისაუბრა.
ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილებამ კი დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის განხორცილებაზე და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებაზე პრეზენტაცია წარუდგინა.
ასეევე, ადგილობრივ დონეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განხორციელებული პროგრამები წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა კი თავიანთ საჭიროებებზე ისაუბრეს. რის შემდეგაც ფორუმი დისკუსიით გაგრძელდა. მხარეებმა სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე და ერთობლივი პროგრამების განხორცილებაზე ისაუბრეს.
ფორუმის ბოლოს ახალგაზრდების მიერ გადაღებული ვიდეო რგოლის „რა ჭირდება ახალგაზრდებს“ ჩვენება მოეწყო.
„ახალგაზრდული ფორუმი 2018“ -ის მიზანი არსებული მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება და ახალგაზრდული კუთხით მომუშავე სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
ფორუმს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა გაუწია. იგი სისტემურ ხასიათს მიიღებს და ყოველ წლიურად გაიმართება.

 

გააზიარე