ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხის ციხეზე.
ღონისძიების ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ მუსიკალურ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში - „მელომანი”, „კუნძული” , „არტ თერაპია“, ასევე ინტელექტუალურ ვიქტორინაში და გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო თუთის ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ახალციხელ მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად, ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრბოდნენ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ეს დღე მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ. აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების როლსა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საღამოს ფერადი ნაწილი იყო „ფერების ფესტივალი“ რომელიც გალა კონცერტით გაგრძელდა. ახალგაზრდების განწყობაზე და დროის სასიამოვნოდ გატარებაზე ჯგუფმა „გუფი ლენდმა და DJ-მ იზრუნეს.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ახალგაზრდული საბჭოს ჩართულობით გაიმართა.