ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის საბავშვო ბაღებს სათამაშოები და სასწავლო ინვენტარი გადაეცათ.

22 მარტი, 2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად  ქალაქის  N1 და  N 6 საბავშვო ბაგა-ბაღებს ესტუმრნენ.

ბესიკ ამირანაშვილი და ზაზა მელიქიძე  საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, მოინახულეს აღსაზრდელები  და საჩუქრად სათამაშოები გადასცეს. გარდა ამისა, სასკოლო მზაობის ჯგუფებს  ორმხრივი მაგნიტური დაფებიც გადაეცათ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შესაბამისი პირობების შექმნა  ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს  ყველა საბავშვო ბაღში განახლდა საჭირო ინვენტარი - სათამაშოები, პლედები, ლეიბები, საბნები და ნოხები.

გააზიარე