ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტები დარიგდა.

16 აპრილი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, სააღდგომოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისათვის სასურსათო პაკეტები დარიგდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოჯახები ადგილზე მოინახულეს და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები (მაკარონი, ვერმიშელი, შაქარი, ზეთი) გადასცეს. აღნიშნული დახმარება ჯამში 220 ოჯახს გაეწია.

გააზიარე