ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტის „ღია დიალოგის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიორგიწმინდაში , ფერსაში, მუგარეთში და საბარგო სადგურის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიკვეთა მათ შორის: გაზიფიცირების, სასმელი წყალისა და გზების მოწესრიგების პრობლემები.
მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ მათი საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა, ამიტომ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა აქტიურად გრძელდება.