ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხის მუნიციპალიტეტმა პოლონეთში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

22 ნოემბერი, 2019

მიმდინარე წლის 21-23 ნოემბრეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ახალციხის ციხის წარმომადგენლები საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „TT WARSAW 2019“ იღებენ მონაწილეობას.

აღნიშნულ ღონისძიებაში, 50 ქვეყნის 500-ზე მეტი ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას, რაც წარმოადგენს ახალი კონტაქტების დამყარების, არსებული ურთიერთობების განმტკიცების, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესანიშნავ პლატფორმას.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „TT WARSAW 2019“-ის ორგანიზატორია პოლონეთის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო.

გააზიარე