ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს
ძვირფასო პირველკურსელებო!
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს.
ფულად ჯილდოს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ.
დაინტერესებულმა პირებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- ცნობა ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (სამოქალაქო რეესტრი);
- სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
- ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
- საბანკო ანგარიშის ნომერი;
- დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 სექტემბერი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ახალ ქვეპროგრამას ,,ახალციხის მერის ფულადი ჯილდო 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს“ ყოველწლიურად განახორციელებს.
საკონტაქტო პირი: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტ