ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მერიაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

26 მარტი, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში  მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სამშენებლო და ზედამხედველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აქცენტი გაკეთდა   პროექტების დროულად და ხარისიანად შესრულებაზე,  ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი უმოკლეს ვადებში  გამოსწორების აუცილებლობაზე.

ამ დროისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადების,  სადარბაზოებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხორციელდება სოფლებში სხვილისში, ნაოხრებსა  და  ურაველში, აგარის სამონასტრო კომპლექსთან, ეწყობა სასმელი წყლის სათავე და  გამწმენდი ნაგებობები და მაგისტრალური მილსადენი სოფლებში - წინუბანი, გურკელი, აგარა, ზიკილია, მუგარეთში,  ასევე მიმდინარეობს ქ. ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე კიბის მოწყობა,  რაც მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას, ქალაქის #1 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა,   ქ. ვალეში კი კულტურის სახლის რეაბილიტაცის მე-2 ეტაპი და  თამარ მეფის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობის მე-5 ეტაპი ხორციელდება. 

სამუშაო შეხვედრას  ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხედველობის  სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე