ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

4 აპრილი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება.

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის რეკომენდაციით ახალციხის აგრარულ ბაზარში „სანიტარული დღეები“ დაიწყო. ბაზარი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გაეცნენ.

სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც სავაჭრო ობიექტი დროებით დაიხურა.

გააზიარე