ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხეში ტყის დაცვის დღე აღინიშნა

21 მარტი, 2019

 

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ახალციხის N1 საბავშვო ბაგა- ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ პატარებთან ერთად საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში ფიჭვის ნერგები დარგეს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის დაცვისა და მნიშვნელობის შესახებ.

 

გააზიარე