ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 აგვისტო, 2023

ახალციხეში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ექსპერტებმა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები წარადგინეს და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებაზე, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 

გააზიარე