ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

5 მარტი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება. პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

სპეციალური ხსნარით მუშავდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი კოლეჯის, სათნოების სახლის, ახალციხის კულტურის სახლის, ახალციხის ცენტრალური და რაბათის ბიბლიოთეკების შენობები. დღის ბოლომდე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ახალციხის ციხისა და ხელოვნური ტბის ტერიტორიებს.

სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ, რომელსაც კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მერიის შესაბამისი სამსახური და ა(ა)იპ „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“ უწევენ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

გააზიარე