ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

16 May, 2024

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვარდიაშვილმა და შოთა როსტიაშვილმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ახალი ასფალტირებული გზები ეწყობა ხანძთელის, მთაწმინდელის, თამარაშვილის, გამსახურდიას და ჯაყელის ქუჩებზე.

ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №111-ში, სადაც პროექტის ფარგლებში, 4177 კვ. მეტრ ფართობზე ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, დასასვენებელი სივრცეებით, სტადიონებით და გამწვანებით.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+3

გააზიარე