ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

25 May, 2022

ქალაქ ახალციხეში კამილიელთა სარეაბილიტაციო და დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სამედიცინო ცენტრში არსებულ სერვისებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი გაეცნო.

ახლადგახსნილი ცენტრი თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურითა და დანადგარებით არის აღჭურვილი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება.

ცენტრის ბენეფიციარები არიან აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხებისა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის მიზნით ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დიაგნოსტირებას და სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას. სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ახლადგახსნილ სამედიცინო ცენტრთან.

+6

გააზიარე