ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

8 მარტი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის  წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონები სახლებში მოინახულეს. მათ  ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს,  საჩუქრად კი  ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს.

ღონისძიებას ორგანიზება  მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

შეგახსენებთ, რომ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.

გააზიარე