ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ელიზაბეთ რუდს უმასპინძლეს

19 ნოემბერი, 2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მისიის უფროსის მოადგილესთან ელიზაბეთ რუდთან და BP საქართველოს გენერალურ მენეჯერთან კრის შლიტერთან ერთად, სოფელ სხვილისში იმყოფებოდნენ და თემების გაძლიერებაზე მიმართულ ინიციატივებს ადგილზე გაეცნენ.

USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ და„BP - საქართველო“ 40-ზე მეტ სოფელში ერთობლივ პროექტს - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ BP-სა და მისი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. იგი სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და თემის განვითარებაზეა ფოკუსირებული.

პროგრამა მიმართულია ადგილზე ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ. იგი მოიცავს როგორც თემების გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივების და დასაქმების შესაძლებლობების წახალისებას, ისე წარმოებისა და შემოსავლების მიღების შესაძლებლობის ზრდას.

დღესვე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ელისაბედ რუდთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან - გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაფუძნების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

DMO-ს მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.


გააზიარე