ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

21 ივლისი, 2021

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის №124-ში , 180 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე ორ სართულიანი შენობა. ასევე, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო. პროექტი 2 661 158 ლარით ფინანსდება.

საბავშვო ბაღთან ერთად დასახლების ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრისა და სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის №124-ში უფუნქციოდ დარჩენილი ტერიტორია მნიშვნელოვნად აფერხებდა ქალაქის განვითარებას. 2019 წელს სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით ტერიტორიის ნაწილი, მუნიციპალიტეტს გადაეცა. რის შემდეგაც დაიგეგმა აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება და ქალაქის ურბანულ სისტემაში ინტეგრირება

გააზიარე