ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები

4 მარტი, 2020

ქალაქ ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მერაბ კოსტავას და ზურაბ დიდიმამიშვილის ქუჩების საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია და თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობა.

ახალი ფილებით მოპირკეთდება სკვერი და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე მოეწყობა გამწვანების ზოლი და სარწყავი სისტემა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე