ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხელმა მძლეოსნებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს

24 თებერვალი, 2020

ახალციხელმა მძლეოსნებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს.

ქალაქ თბილისში, მძლეოსნობაში ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 2004 -2005 -2006 წლებში დაბადებული ჭაბუკები და გოგონები იღებდნენ.

ტურნირში ახალციხელმა მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტსმენებმა 3 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

პირველი ადგილები დაიკავეს მარი კაპანაძემ 1500 და 3000 მ რბენებში და ასია ჩარუხჩიანმა 800 მ რბენაში.

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ: გიორგი ნათენაძე 3000 მ რბენაში, ოვანეს საღოიანი 800 მ რბენაში, სვეტლანა ამბარცუმიანი 1500 მ რბენაში.

შერეული ამანათრბენში კი ( 2 ბიჭი 2 გოგო ) ახალციხის გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სპორტსმენებს ულოცავს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც!

 

გააზიარე