ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხელმა მძლეოსანმა მინდია ენდელაძემ მორიგი წარმატება მოიპოვა.

18 ივლისი, 2022

ახალციხელმა მძლეოსანმა მინდია ენდელაძემ მორიგი წარმატება მოიპოვა.

სპორტსმენმა მალტაში, ქალაქ მარსაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე იასპარეზა, სადაც 20- მდე ევროპის ქვეყნის მძლეოსნები მონაწილეობდნენ. მან 200 მ. რბენაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 100 მეტრ დისტანციაზე რბენაში მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მინდია ენდელაძეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!

 

გააზიარე