ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა
ქალაქ ახალციხეში, ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანია პრესტიჟ-აუდიტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
"აწარმოე საქართველო" ახორციელებს პროექტს მცირე და საშუალო საწარმოების საკონსულტაციო მომსახურებებზე საგრანტო პროგრამით, კერძოდ:
-ბუღალტერიის აღდგენა;
-საგადასახადო დეკლარციების შემოწმება და დაზუსტება;
-ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენა;
-სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
-კონსულტაციები სააღრიცხვო და საგადასახადო საკითხებზე.
ასევე, იწყება მიკრო მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე
სესხის პროცენტის სრულად სუბსიდირებას მიიღებს.