ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

4 აგვისტო, 2020

სოფლების აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ბეტონის საფარი დაიგო გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით დაფინანსდა.

გააზიარე