ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია

19 აგვისტო, 2020

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება, სადაც გზის 650 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სამანქანო გზაზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი, გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და ეწყობა ბაზალტის ბორდიურები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე