ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

9 აპრილის ქუჩაზე ახალი გარე განათების სისტემა ეწყობა

28 სექტემბერი, 2020

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე ახალი გარე განათების სისტემა ეწყობა.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ლითონის ანძების მონტაჟი, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა 9 აპრილის ქუჩაზე გზის 650 მეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, მოეწყო ბაზალტის ბორდიურები და სამანქანო გზაზე ასფალტის საფარი დაიგო.

მაცხოვრებლები განახლებულ საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, მალე ახალი გარე განათებითაც ისარგებლებენ.

გააზიარე