ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

2017-2018 წლების საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი

7 დეკემბერი, 2018

#კარგიმაგალითიგადამდებია!

     მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED), რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციასთან (ათეა), კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან  (LALRG) თანამშრომლობით.  

    პროექტის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კინკურსისთვის 2017-2018 წლების 3 საკონკურსო თემა შეირჩა, კერძოდ: გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა, მოქალაქეთა ჩართულობა, ხოლო გამარჯვებული მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.

   ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობას იღებს აღნიშნულ კონკურსში და წარდგენილი აქვს პროექტი „მონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციურ მექანიზმს წარმოადგენს.

      19 დეკემბერსვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“. კონფერენციის დასასრულს დაგეგმილია გამარჯვებული მუნიციპალიტეტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.

       N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

გააზიარე