ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

16 წელი აგვისტოს ომიდან

8 აგვისტო, 2024

16 წელი აგვისტოს ომიდან

ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

ვეტერანები, მოქალაქეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინიტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალციხის 104-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის წარმომადგენლები ცენტრალურ პარკში, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და 16 წლის წინ, საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ. ვეტერანთა კავშირის, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

„ დღეს ჩვენ, საქართველოს უახლესი ისტორიიდან, იმ უმძიმეს დღეებს ვიხსენებთ რომელმაც ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები შეიწირა და უამრავი ადამიანი დევნილად აქცია. პატივს მივაგებთ ჩვენს მებრძოლებს, რომლებმაც 16 წლის წინ, იმ უთანასწორო და უსამართლო ომში, სამშობლოს დაცვას შესწირეს სიცოცხლე და გმირებად იქცნენ. ეს არის, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალი მათი სულების წინაშე“ - აღნიშნა ირაკლი ლაზარაშვილმა.

აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

 

გააზიარე