ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი, 2023

დღეს, ახალციხის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამულია. პატარებისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.

შეკრებილ პატარებს და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მანანა ბერიძემ გახსნა, რის შემდეგაც ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა ცეკვა ქართული შეასრულეს.

პარკის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდული საბჭოს მონაწილეობით სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. მოეწყო სამაგიდო თამაშები, მხიარული სტარტები, ვიქტორინა და შეჯიბრებები. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა პატარები სახეზე მოხატვით გაახალისეს. კონკურსებსა და თამაშებში გამარჯვებულები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაში მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის პატარა მსახიობებიც მონაწილეობდნენ. მათ ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, შეკრებილ ბავშვებს მერიისგან ნაყინები და ბუშტები დაურიგეს.

დღის ბოლოს, ახალციხის ცენტრალურ პარკში არსებულ ეკრანზე, პატარებისათვის საბავშვო ანიმაციური ფილმის - „ზოოტოპია“ - ჩვენება მოეწყობა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უსურვებს ფერად და ბედნიერ მომავალს!

+16

გააზიარე