Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესახებ

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ 2004 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მის ფუნქციას მხოლოდ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოადგენდა. სააგენტოს  წარმატებულმა მუშაობამ კი დროთა განმავლობაში მისი ფუნქციების გაზრდა განაპირობა: 

  • 2004 წელს სააგენტოს გადმოეცა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივი
  • 2004 წელს სააგენტოს დაეკისრა მოძრავ ნივთებსა და არამატარიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეგისტრაცია
  • 2004 წელს სააგენტოს დაეკისრა ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის ფუნქცია
  • 2005 წელს სააგენტოს ნოტარიუსთა პალატიდან გადმოეცა ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეგისტრაციის ფუნქცია
  • 2010 წელს სააგენტოს გადმოეცა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის ფუნქცია
  • 2011 წელს სააგენტოს დაეკისრა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფუნქცია
  • 2012 წელს სააგენტოს გადმოეცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის ფუნქცია
  • 2012 წლიდან სააგენტო დაეკისრა ქვეყნის მასშტაბით სამისამართო სისტემის წარმოება და ნუმერაციის მინიჭება ქალაქ თბილისის მასშტაბით
  • 2014 წლიდან მუნიციპალიტეტების რეგისტრაციის ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა 
  • 2016 წელს საჯარო რეესტრს დაევალა  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება

 

სააგენტო  თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურებისა  (https://napr.gov.ge/p/812) და ავტორიზებული პირების -    სახელმწიფო ორგანიზაციების, ბანკების, ნოტარიუსების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და  იუსტიციის სახლების (https://napr.gov.ge/p/716)   მეშვეობით.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ:

  • სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ოფისით, მისამართი: ქ. ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა,  ახალციხის იუსტიციის   სახლი;
  • ქალაქ ვალეს საზოგადოებრივი ცენტრით;
  • სოფელ აწყურის  საზოგადოებრივი ცენტრით;

 

ვებ გვერდი: https://napr.gov.ge

 

Share page