Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი განახლდა

13 November, 2018

 ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი განახლდა.

 მერიამ, "კულტურის დაწესებულებების გაერთიანება"-ში შემავალი ბიბლიოთეკებისათვის ათასამდე  მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტეტრატურა შეიძინა.

 დღეს, წიგნები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჟუჟუნაძემ, ბიბლიოთეკების მენეჯერებს გადასცეს.

 წიგნების შეძენა მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა და აღსანისნავია, რომ ამ რაოდენობით წიგნადი ფონდი წლების განმავლობაში  არ განახლებულა.

 შეძენილი ლიტერატურა ყველა ასაკის მკითხველზეა გათვლილი. მის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000-ს ლარამდე დაიხარჯა.

Share page