Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ჭადრაკსა და შაშში ტურნირი გაიმართა

19 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ჭადრაკსა და შაშში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ტურნირი გაიმართა.

თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

შაშში, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, გამარჯვებულები გახდნენ:

I -იოანე მაზმიშვილი, სოფელ ხეოთის საჯარო სკოლა;

II - ნუგზარ ნებაძე , სოფელ ღრელის საჯარო სკოლა;

III - ანანო ლაცაბიძე, ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლა;

12 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორია:

I - რომან მოთიაშვილი, სოფელ ხეოთის საჯარო სკოლა;

II - გვანცა ზაზაძე, სოფელ ხეოთის საჯარო სკოლა;

III - გიორგი მაისურაძე, სოფელ მუსხის საჯარო სკოლა;

ჭადრაკში, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს:

I - საბა ტაბატაძე, ქალაქ ახალციხის №2 საჯარო სკოლა;

II - დავით სამსონიძე, ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა;

III - ლაშა აზირაშვილი, ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა;

12 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორია:

I - საბა პაპაშვილი, ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა;

II - ამირან მანველიშვილი, ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლა;

III - ანნა ხაჩატურიან, ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლა;

გამარჯვებულ მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

+11

 

Share page