Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ მინაძეში გარე განათების სისტემა მოეწყო

18 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში სოფელში ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო.

2023 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად პრიორიტეტები გამოვლინდა.

 

Share page