Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

17 November, 2022

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს სამი წევრი ლიკა გვამბერიძე, დავით ნასყიდაშვილი და პავლე საანიშვილი სასწავლო ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ჰაგენში ახალგაზრდულ ცენტრში იმყოფებოდნენ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდული საბჭოების წევრები ჰაგენის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს ესტუმრნენ. მათ სტრუქტურას, საქმიანობასა და სამოქმედო გეგმებს გაეცნენ. დაესწრენ სასწავლო სესიებს თემებზე: სწავლის ტიპები, საჯარო გამოსვლის ტექნიკები და ღონისძიებების მენეჯმენტი. სასწავლო ვიზიტში შვიდი მუნიციპალიტეტიდან 20 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

პროექტის მიზანია მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება. იგი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ახორციელებენ World Vision in Georgia Youth Association DRONI და East-West-East Germany e.V

+2

 

Share page