Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჭადრაკო ფესტივალი „ახალციხე 2022“

31 October, 2022

ქალაქ ვალის კულტურის სახლში სამდღიანი, მასშტაბური სპორტული ღონისძიება -საჭადრაკო ფესტივალი „ახალციხე 2022“ დასრულდა.

8, 10, 12 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტურნირში საქართველოს მასშტაბით 200-მდე ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

I, II და III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ორგანიზატორებისგან თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ;

გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ცნობილმა ქართველმა მოჭადრაკემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა პირადად მიულოცეს.

საჭადრაკო ფესტივალთან ერთად, კულტურის სახლიში „ვალის დღეებიც“ აღინიშნა, წარმოდგენილი იყო გასართობი და კულტურული აქტივობები, შეჯიბრებები სპორტის სხვა სახეობებშიც, ასევე ადგილობრივი ხელოვანებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის, შპს ვალე XXI-ს და ქ. ვალის ჭადრაკის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

#საჭადრაკოფესტივალი

#ახალციხე2022

+28

 

Share page