Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ნორვეგიელ სტუმრებს ახალციხის სამუსიკო სკოლაში უმასპინძლეს

11 October, 2022

ქალაქ ახალციხეს ნორვეგიელ მომღერალთა გუნდი „Sunnmøre Prosjektkor“ სტუმრობს.

ნორვეგიელ სტუმრებს ახალციხის სამუსიკო სკოლაში უმასპინძლეს. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სტუმრების საპატივსაცემოდ საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს. მასპინძლების წინაშე წარსდგა ნორვეგიელ მომღერალთა გუნდიც.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა ირმა დავლაშერიძემ ნორვეგიელ მომღერლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამუსიკო სკოლის ფუნქციონირებისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ. სტუმრებმა კი სკოლას სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

ღონისძიება სამუსიკო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

+12

 

Share page