Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ეროვნული ფესტივალის 2022“-ის II ტური

11 October, 2022

ქალაქ ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს ფოლკლორის „ეროვნული ფესტივალის 2022“-ის II ტური გაიმართა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჟიურიმ, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მონაწილეებს მოუსმინა.

ტურში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები მონაწილეობდნენ.

ფესტივალი ყოველ ხუთ წელში ერთხელ იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის თუ საოჯახო ანსამბლის მოსმენა და აღწერაა. ეროვნული ფესტივალი 2022 კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

+12

 

Share page