Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პროექტ “საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის” ფარგლებში მოზარდ მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა

9 August, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოხალისეობრივ საგანმანათლებლო პროექტ “საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის” ფარგლებში მოზარდ მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია მოხალისეობის პოპულარიზაცია და ასევე, ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა.

შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა დამსწრე აუდიტორიას, პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებები გაუზიარეს და არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და აქტივობებზე ისაუბრეს. შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

 

Share page