Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია უტარდება

11 August, 2022

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში, ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია უტარდება.

ამ დროისთვის, პარკში ფილების დაგება და გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს. ცენტრალური სკვერი ნაძვის, ევონიმუსი გოლდის, ტუიას, კოწახურის, აბელიას, როზმარინის, ოლეანდრას, ლავანდას, მაჰონიას, ლიმონის კიპაროსისა და სხვა ნარგავებით ლამაზდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ასევე, პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს თამარაშვილის, კოსტავასა და ნათენაძის ქუჩებზე. რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის მოედანს და მიმდებარე სკვერს, ასევე ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლებისა და ექვსსართულიანი შენობის გარე ფასადებს.

 

Share page