Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო

12 August, 2022

ახალციხის ცენტრალ ბიბლიოთეკაში, სახალხო და დამსახურებული არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მრავალი წელია, მსახიობი ქართულ სცენაზე თუ სატელევიზიო ეკრანზე ჩანს და ამ პერიოდის განმავლობაში, მან არაერთი გამორჩეული პერსონაჟი განასახიერა.

ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე ლეო ანთაძემ მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები გააცოცხლა და მონოსპექტაკლი წარმოადგინა.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შემოქმედებითი საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

Share page