Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის თასზე ფინალური შეხვედრები გაიმართა

17 August, 2022

ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინი სტადიონზე, ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის თასზე ფინალური შეხვედრები გაიმართა.

დაძაბული და საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:

I ადგილი - 9 აპრილის ქუჩის გუნდი

II ადგილი - მე-13 ბატალიონის გუნდი

III ადგილი - კლინიკა „ევექსის“ გუნდი

ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გამარჯვება მიულოცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა და როინ სუდაძის ვაჟმა ზურაბ სუდაძემ. მათ გამარჯვებულებს მედლები, სიგელები, თასაები და ფულადი ჯილდობი გადასცეს.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით და სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

 

Share page