Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მლაშიხევის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

5 August, 2022

ქალაქ ახალციხეში, ე.წ მლაშიხევის არხის (არსებული კოლექტორიდან, წმ. დავითისა და კონსტრანტინეს ქუჩიდან გვარამაძის ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს 108 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის არხის მოწყობას.ე.წ მლაშიხევის დახურული სანიაღვრე არხის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ჯამში, 325 მეტრამდე მონაკვეთი მოწესრიგდება.

კოლექტორის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა აღმოიფხვრება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+3

Share page