Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ხეოთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

27 July, 2022

სოფელ ხეოთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და მოადგილე დავით ტაბატაძე სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელში ახალი ამბულატორია დაათვალიერეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე კი მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა არსებული საჭიროებების შესახებ იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა სოფელში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საკითხზე, ასევე გაზიფიცირების, დამატებით ახალი გარე განათების სისტემის მოწყობისა და შიდა გზების მოწესრიგების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სოფელი ხეოთი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, სადაც 255 მაცხოვრებელია, ადგილობრივები აქ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ.

სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა არსებული საჭიროებების მოგვარებასთან დაკავშირებით სოფელ ხეოთის მახცოვრებლებს თანადგომას და დახმარებას დაჰპირდნენ

+11 

Share page