Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

26 July, 2022

არასამათავრობო ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე და დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირების საკითხსაც.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, მერიის სოციალური განყოფილების, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისა და ამ მიმართულებით მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

ორგანიზაციის „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ კი შეხვერდის მონაწილეებს უფასო სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრა usaid-ის პროექტის, "დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ინკლუზიის ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი სერვისების საშუალებით.

+9

Share page