Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა

14 July, 2022

საკონკურსო კომისიამ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს 18 ძირითადი წევრი შეარჩია. საბჭოს წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. მათ სამოქმედო გეგმის დასახვაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საბჭოს წევრები მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებაზე იმუშავებენ. შემუშავდება შესაბამისი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, ჩაერთვებიან სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში და აიმაღლებენ ცოდნას იმ მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ ფუნქცია–მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში.

 

Share page