Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

არტ-გენი 2022

18 July, 2022

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ტრადიციულად, ხალხური შემოქმედების ფესტივალს “არტ-გენი 2022”-ს მასპინძლობს.

ფესტივალს ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მასში მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსაბლმა „მესხეთმა“, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა „ახალციხემ“ და სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ მიიღეს. მათ ფესტივალის მაყურებელს სხვადსხვა ნომრები შეუსრულეს და მოწონებაც დაიმსახურეს.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტურნე, 9 ივლისს რუსთავში გაიხსნა და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ღონისძიების მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვისა და ხალხური ზეპირსიტყვიერების პოპულარიზება.

წლების მანძილზე Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით არტგენს ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი.

 

Share page