Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

21 July, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ახალგაზრდებმა, საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე და ოთხი ბიუროს კურატორი აირჩიეს.

წევრების გადაწყვეტილებით საბჭოს თავმჯდომარე დავით ნასყიდაშვილი გახდა, მოადგილე გიორგი კურტანიძე. რაც შეეხება კომიტეტების კურატორებს, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის კომიტეტს ლიკა გვამბერიძე უხელმძღვანელებს, ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას მარიამ კურტანიძე, ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობას სალომე ბერიძე, ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებს ნატალია ვარდიძე.

საბჭოს წევრებმა საქმიანობის განხორციელება აქტიურად დაიწყეს, იგეგმება ახალგაზრდებთან ვიზიტები, საჭიროებებისა და ინტერესების გამოკვლევა, რის საფუძველზეც საბჭოს სამოქმედო გეგმის შექმნა.

 

Share page