Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ტყემლანაში ასფალტის საფარი იგება

5 July, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

სოფელ ტყემლანასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება. სარეაბილიტაციო გზის სამ მონაკვეთზე კი რკინა-ბეტონის მილხიდები მოეწყო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაო პროცესს მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე, მშენებელი კომპანიის და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

+2

Share page