Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასურსათო ამანათები შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

17 November, 2021

სასურსათო ამანათები შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობითა და World Vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების კამპანიას აგრძელებს.

საქველმოქმედო ღონისძიებები, რომელიც ერთობლივი კოორდინაციის ფარგლებში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დარიგებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დახმარებას ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150 ოჯახი მიიღებს.

შეჭირვებულ ოჯახები დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და მერიის თანამშრომლებმა პირადად მოინახულეს და აღნიშნული დახმარება გადასცეს.

ამანათების მზადების პროცესს, გასულ კვირას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ნინო ლომიძესთან და ელენე ბეგიაშვილთან ერთად გაეცნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის პერიოდში მხარის მუნიციპალიტეტებისა და სამცხე- ჯავახეთის განვითარების ცენტრის აქტიურ თანამშრომლობაზე და ერთობლივ სოციალურ პროექტებზე.

Share page