Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

24 September, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ამ დროისთვის გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 409 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია რომ ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.
 

Share page