Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება

12 May, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში არსებული სკვერების და ცენტრალური პარკის ტერიტორიების მოწესრიგება.

რეკრეაციული ზონები სუფთავდება და ბალახისგან იწმინდება.

გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა ქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე ზოლების, გზისპირების და სკვერების გამწვანების ღონისძიებები, დაირგო ნეკერჩხლის, კედრის, იფნისა და ცაცხვის 570 ნერგი.

Share page