Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

14 May, 2020

 

 ახალციხის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

აქტიურად გრძელდება კოსტავას, პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელისა და რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სადაც ამ დროისთვის საფეხმავლო ბილიკებზე ბეტონის დეკორატიული ფილები და ბაზალტის ბორდიურები ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის, გამწვანების ზოლისა და სარწყავი სისტემის მოწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Share page